workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დრო მიდის, დრო… დრო აღარ ჩერდება…

დრო მიდის, დრო… დრო აღარ ჩერდება…

მე არც ისე ცოტა სტატია მაქვს დაწერილი სხვადასხვა თემaზე, მაგრამ ასეთ რამეზე არასდროს დამიწერია. დღეს მინდა ცოტა გაგამხიარულოთ და გაგახსენოთ ბავშვობა.

როდესაც პატარები ვიყავით ყველა რაღაცაზე ვოცნებობდით. ვფიქრობდით რა იქნებოდა 10 წლის შემდეგ; რას გავაკეთებდით როცა გავიზრდებოდით. ასევე იყვნენ ფეხბურთელებიც. ხოდა ამ სტატიაში მინდა გაჩვენოთ როგორები იყვნენ ისინი პატარობაში და რაზე ოცნებობდნენ 6 წლის ასაკში. მაშ ასე, დავიწყოთ.

ტიერი ანრი

ანრის ბავშვობაში უყვარდა ლაბადების ჩაცმა. იქ სადაც თავად ცხოვრობდა, ლაბადის შოვნა ძნელი იყო. სწორედ ამიტომ ოცნებობდა ტიერი ნისლიან ინგლისში საცხოვრებლად გადასვლას. გადავიდა ინგილში და ლაბადების კოლექციის შეგროვებასთან ერთად, უდიდესი ფეხბურთელიც გამოვიდა.

რონალდო

ბრაზილიელი ფეხბურთელი პატარობაში ოცნებობდა ვეტერინარობაზე. სათამაშო ძაღლსაც კი ათასნაირ წამლებს ასმევდა. ვეტერინარობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მისგან ბრწყინვალე ფეხბურთელი კი ნამდვილად დადგა.

რაიან გიგზი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნამდვილი ლეგენდა არც კი ფიქრობდა ფეხბურთელობაზე. მას სურდა გამოსულიყო პროფესიონალი მოცურავე და გადაეცურა “ლამანში”. მაგრამ რაიანმა ერთ დღეს დაინახა თუ როგორ აგორებდნენ მისი თანატოლები ბურთს და გაიფიქრა: “მოცურავეობა დამთავრდა”.

ფილიპო ინძაგი

უბერებელი ლეგენდა ბავშვობაში “რობინ ჰუდის” დიდი მოყვარული იყო და თუკი სკოლაში რაიმე სპექტაკლს დგამდნენ, იგი მუდამ რობინის როლს ასრულებდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

პატარა ზლატანი ოცნებობდა გამხდარიყო ისეთი ადამიანი, ვინც ხალხს სიხარულს, სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანდა. იგი სულ არ ფიქრობდა ფეხბურთელობაზე. მას არც მეტი არც ნაკლები “სანტა კლაუსობა” სურდა.

ოლივერ კანი

ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო მეკარეს ადრეული წლებიდანვე უყვარდა გეოგრაფია. იგი გლობუსს ხელიდან არ აგდებდა. ეს ისე მობეზრდათ მის მშობლებს, რომ ეს “სათამაშო” საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადააგდეს. ოლივერიც მკვირცხლ წამოხტა, გადახტა და გლობუსი დაიბრუნა. აი აქ დაიწყო კანის მეკარეობა. მშობლებმა ის საფეხბურთო სკოლაში მიიყვანეს.

ფრენკ ლემპარდი

უნიჭიერეს ინგლისელ ფეხბურთელს ბავშვობაში ჭარბი წონა აწუხებდა. წამოიზარდა თუ არა, სირბილი დაიწყო რათა გამხდარიყო. სირბილისას ფეხბურთის ბურთსაც აგორებდა. აი ასე დაიწყო ფრენკის კარიერა სპორტის ამ სახეობაში.

ფაბიო კანავარო

ოქროს ბურთის მფლობელს უყვარდა უბრალოდ მწვანე მინდორზე წამოწოლა, მზის სხივების ყურება და ოცნება. ვინ იცის, შეიძლება იგი ფიქრობდა თუ როგორ უნდა აეღმართა მსოფლიო ჩემპიონატის თასი.

ჯონ არნე რიისე

ჟღალ ფეხბურთელს პატარაობაში ძალიან უყვარდა მაიმუნობა და ცანცარი. წამოიზარდა და ვერ გამოსწორდა. ერთხელ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, სადაც “ლივერპული” “ჩელსის” უპირისპირდებოდა ჯონმა გადაწყვიტა “ეხუმრა” და თავის კარში გოლი შეაგდო. მსაჯს “ხუმრობა” არ მოეწონა და გოლი ჩაითვალა. სწორედ ამის მერე ბენიტესმა რიისე რომში გააგზავნა.

უეინ რუნი

რუნის ძალიან უყვარდა ტაშის დაკვრა, ან როცა სხვა უკრავდა ტაშს. ინგლისში თუ გინდა აპლოდისმენტები დაიმსახურო, მაშინ ან კარგი მსახიობი უნდა იყო ან კარგი ფეხბურთელი. უეინს მსახიობობის არაფერი ეტყობოდა და სწორედ ამიტომ ფეხბურთს გაჰყვა. რა გამოვიდა ამას თავადაც კარგად ხედავთ.

ჯენარო გატუზო

…რა შეიძლება ითქვას. “იტალიელი მაფიოზი” ყველას გასაკვირად ბავშვობაში ძალიან საყვარელი იყო. ყველა სიამოვნებით ეფერებოდა მას. თუ რა გამოვიდა საბოლოოდ… ამაზე აღარ ვისაუბრებ :winked:

დღეისათვის საკმარისია. გაგრძელება აუცილებლად იქნება და მეორე ნაწილში შევეცდები “ბარსელონას” უფრო მეტ, ყოფილ თუ ახლანდელ ფეხბურთელს მოვუყარო თავი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward