კატალონიის ”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ კომენტრაი გააკეთა გუნდის მცველის, დანი ალვესის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
ესპანეთის ყოფილი მეკარის აზრით, ამ საკითხის გადასაჭრელად საჭიროა დრო.
”ალვეშის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დრო გვჭირდება. მაგრამ, ყველაზე მთავარია, რომ დანის სურს კარიერის ”ბარსელონაში” გაგრძელება. უბრალოდ, ვბრაზდები, როდესაც ვხედავ, რომ დანი ამ საკითხის გამო მოწყენილია.”- განაცხადა სუბისარეტამ და იქვე დაამატა, რომ მას ალვეშთან მოლაპარაკებების დადებითად გადაწყვეტის იმედი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ალვეშმა უკვე მიიღო ფრიად მომხიბვლელი ფინანსური შემოთავაზება ინგლისური ”მანჩესტერ სიტისგან”. ის საკმაოდ მაღალ ხელფასს ითხოვს კატალონიური კლუბიდან, რაც ”ბარსას” ხელმძღვანელობის გეგმებში არ შედის.
