როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, მადრიდის “რეალმა” “ოსასუნასთან” მატჩი გამართა და ყველასათვის მოულოდნელად ანგარიშით 1:0 დამარცხდა. მადრიდული კლუბი “ბლაუგრანას” უკვე 7 ქულით ჩამორჩება. ამ ყველაფერზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კატალონიის “ბარსელონასა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ერიკ აბიდალმა. მისი თქმით, “ბარსას” შეუძლია შექმნას ისტორიაში ერთერთი საუკეთესო სეზონი. მიუხედავად “რეალის” მარცხისა, ფრანგი მოთამაშე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ფეხბურთელები არ დაკარგავენ კონცენტრაციას.
“მიმდინარე სეზონში ჩვენ შევეცდებით გავიმარჯვოთ სამივე ტურნირზე, მაგრამ ეს არის საკმაოდ გრძელი და რთული გზა. ასე რომ ვიმუშავებთ იმდენს, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევთ.”-განაცხადა ერიკ აბიდალმა.
მადრიდის “რეალთან” შვიდ ქულიან სხვაობაზე ერიკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “შვიდ ქულიანი სხვაობა – ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი დამარცხების უფლება. წინ გვაქვს საკმაოდ ბევრი თამაში და ამიტომ “რეალის” მარცხი “ოსასუნასთან” ჩვენთვის გაფრთხილება უნდა იყოს.”
