”ჰერკლესუთან” გამარჯვების შემდეგ გვარდიოლამ გუნდს ერთდღიანი დასვენება მისცა, ხოლო დღეს ისინი კვლავ ვარჯიშს დაუბრუნდნენ. გუნდი დღეს და ხვალ ივარჯიშებს ჰანს გამპერის საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო სამშაბათს, სესიის შემდეგ პეპი ”ალმერისთან” თამაშის წინ პრესკონფერენციას გამართავს. 5:0 საშინაო გამარჯვების შემდეგ, ”ბარსას” აქვს შანსი გავიდეს თასის ფინალში, თან საკმაოდ წყნარად.
როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მატჩი ”ალმერისთან”, გუნდს არ აქვს დასვენების უფლება და ხუთშაბათს, ესპანეთის დროით, 11 საათზე ისინი კვლავ განაახლებენ ვარჯიშს გამპერის საწვრთნელ ბაზაზე. ეს სესისია ძირითადად ძალების აღდგენას დაეთმობა.
გუნდი პარასკევის ვარჯიშს საღამოს, 6 საათზე ჩაატარებს. ამის შემდეგ კი გვარდიოლა კვლავ გამართავს წინასამატჩო პრესკონფერენციას.
ბოლო ვარჯიში ”ატლეტიკომდე” კი თამაშის დღეს, ესპანეთის დროით, 12.30 წუთზე გაიმართება. შემდეგ გუნდს ექნება საერთო ლანჩი და დასვენება მცირე ხნით. ”ბარსა” ” კამპ ნოუზე” მატჩამდე, 1.45 წუთით ადრე გაემართება.

მზადება თასისთვის განახლდა
”ბარსას” დატვრითული კვირა გრძელდება. კატალონიელები ახლოს არიან ესპანეთის თასის ფინალთან, ნახევარფინლის განმეორებით მატჩს, ”ალმერიასთან” ისინი ოთხშაბათს ითამაშებენ. ამის შემდეგ კი მათ ელით რთული საშინაო მატჩი ”ატლეტიკოსთან”.
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.