20 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, “ბეტისთან” გასამართ მატჩში, “ბარსელონას” ფეხბურთელები მოედანზე შავი სამკლავურებით გავლენ. ამის მიზეზი 17 აგვისტოს ქალაქ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტია.
ბარსელონას ცენტრში, რამბლას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა.
