დღეს კატალონიის დროით 10:30 საათზე “ბარსელონას” ფეხბურთელები და დელეგაცია ალიკანტესაკენ დაიძრა, სადაც მათ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩი უნდა გამართონ ადგილობრივ “ერკულესთან”. “ერკულესი” სწორედ ის გუნდია, რომელმაც “ბლაუგრანა” პრიმერას მეორე ტურში “კამპ ნოუზე” ყველასათვის მოულოდნელად 0:2 დაამარცხა. გუნდი ალიკანტეში ესპანეთის დროით 13:00 საათზე დაეშვა.
ახალი ფორმა
ამ მოგზაურობაში მოთამაშეებს ახალი ფორმა ეცვათ: შავი შარვალი, მუქი ვარდისფერი ქურთუკი და შავი მაისური.
დელეგაციის წევრები
19 მოთამაშის გარდა “ბარსელონას” ალიკანტეში დელეგაციის წევრებიც გაყვნენ:ვიცე პრეზიდენტი ხორდი კარდენორი, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და და ხელმძღვანელობის სხვა წევრები.
სასტუმრო
ალიკანტეში ჩაფრენის შემდეგ, გუნდი დაუყოვნებლივ სასტუმროში მივიდა, რომელშიც მატჩის დაწყებამდე დარჩება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოთამაშეები “ბარსელონაში” ესპანეთის დროით 1:30 საათზე დაბრუნდებიან.

