კატალონიური კლუბის ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და მიგვანიშნა, რომ ის ხელმძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილოა.
“საუკეთესო პერიოდი არ გვიდგას. ეს ეხება როგორც გუნდს, ასევე კლუბს. უნდა გავერთიანდეთ და წინსვლა განვაგრძოთ.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვიგრძენი, რომ “რეალმა” გვაჯობა. ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ.” – განაცხადა პიკემ 0:2 წაგების შემდეგ.
