“ბარსელონამ” ესპანეთის სუპერ თასის განმეორებითი შეხვედრა “რეალთან” 0:2 წააგო და ტიტული მადრიდულ გუნდს დაუთმო.
“სანტიაგო ბერნებეუზე” გამართული შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა მადრიდელებს ჰქონდათ – 53%-47%.
2008 წლის 8 მაისის შემდეგ პირველად მოხდა, რომ “რეალმა” “ბარსას” ბურთის ფლობაში აჯობა. მას შემდეგ, ზედიზედ 32 “ელ კლასიკოში”, ამ მხრივ უპირატესობა კატალონიელებს ჰქონდათ.
