workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი საფარი “კამპ ნოუზე”

ახალი საფარი “კამპ ნოუზე”

მოგეხსენებთ, ბოლო დროს მცირე პრობლემები შეექმნა “კამპ ნოუს” საფარს, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დიდი ცვლილებები შეეტანა მასში. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მოედანზე მთლიანად აიღებენ ძველ საფარს, ხოლო მის მაგივრად, ახალ, შერეული სტილის გაზონს დააგებენ. ამ ღონისძიების მიზანია გადაჭრას ყველენაირი პრობლემა მოედნის საფარის მიმართ.

ახალი სტილის გაზონი იქნება უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური ბალახის სინთეზი გახლავთ. მიწაში 20 სანტიმეტრის სიგრძეზე მოთავსებული იქნება 20 მილიონი ხელოვნური ბიჭკო, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივი ბალახის უკეთ გახარებასა და გამძლეობას.

ამ სისტემას აქვს რამდენიმე უპირატესობა. იგი უფრო ადვილს ხდის ბალახის მოვლის საქმიანობას, უძლებს ცივ კლიმატს და ხარობს ისეთ ტენიან მხარეებში როგორიც ინგლისი და ჩრდილოეთ ევროპაა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ეს ყველაფერი “ბლაუგრანას” თავკაცობას 300.000 ევრომდე დაუჯდება. მატჩის შემდეგ ქიმიური ბიჭკოების დასამუშავებლად კლუბს ასევე დასჭირდება სპეციალური ტექნიკის შეძენაც. მანქანა, რომელიც ამუშავებს ხელოვნური ბალახის ბიჭკოებს და სპეციალური, საღებავის სწრაფად გამშრობი საგზაო მონიშვნისათვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში