მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სერჟი სამპერს გაანათხოვრებს

“ბარსელონა” სერჟი სამპერს გაანათხოვრებს

მას შემდეგ, რაც პაულინიოს ტრანსფერი გაოფიციალურდა, ცნობილი გახდა, რომ მომავალ სეზონში პირველ გუნდში სერჟი სამპერის ადგილი აღარ იქნება.

“ბარსელონაში” ნახევარმცველის პოზიციაზე ისედაც დიდი კონკურენციაა და ვალვერდემ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზე უარი არ უნდა თქვას.

სამპერის გაყიდვას “ბარსა” არ აპირებს, მას დიდი ალბათობით რომელიმე ესპანურ გუნდში გაანათხოვრებენ.

დაახლოებით იგივე ბედი ელის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის მუნირს, ტომას ვერმალენსა და დუგლასს, რომლებიც განაცხადში ისევ ვერ ხვდებიან.

სამპერი “ბარსელონას” წევრი ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში გახდა. მან სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ითამაშა და წინა სეზონში პირველ გუნდში მოხვდა, მაგრამ ლუის ენრიკემ ის მალევე გაანათხოვრა “გრანადაში”, რომელსაც ცუდი პერიოდი ედგა და სამპერმაც ამ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

პრესეზონში კატალონიელი “ბარსას” დაუბრუნდა, მაგრამ მწვრთნელის ნდობა ისევ ვერ მოიპოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში