სულ ცოტა ხნის წინ მერსესაიდულმა “ლივერპულმა” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე კატალონიის “ბარსელონას” მეორე შემოთავაზება დაბლოკა, იტყობინება Sky Sports.
ინგლისის ყველაზე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონამ” “ლივერპულს” 85 მილიონ ევროიანი შემოთავაზება გაუკეთა, ამას ემატებოდა 15 მლნ. ევრო ბონუსების სახით, თუმცა მერსესაიდელებმა უარი თქვეს.
“ლივერპულმა” კიდევ ერთხელ გაუსვა იმას ხაზი, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი არ იყიდება. ინგლისურ კლუბში ფიქრობენ, რომ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი დასრულდა.
