მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” “ლივერპულისთვის” შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია

“ბარსელონას” “ლივერპულისთვის” შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა “ლივეპრულის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს კატალონიის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის დეტალები.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში “ლურჯ-ბროწეულისფრებს” მერსესაიდული კლუბისთვის, 25 წლის ბრაზილიელის ტრანსფერის თაობაზე, ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

თავად კოუტინიოს “ბარსელონაში” თამაში სურს, თუმცა ამასთან ერთად ისიც უნდა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მშვიდობიანად შედგეს და ინგლისი მეგობრულად დატოვოს.

მანამდე კი ვრცელდებოდა ორი ინფორმაცია, პირველი ის, რომ “ბარსელონამ” კოუტინიოს ტრანსფერი უკვე შეათანხმა და მეორე – “ლივერპულმა” შემოთავაზება დაბლოკა. როგორც ჩანს, ორივე ინფორმაცია მცდარია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში