მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ESPN: კოუტინიო “ბარსელონას” ფეხბურთელია

ESPN: კოუტინიო “ბარსელონას” ფეხბურთელია

“ბარსელონამ” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე “ლივერპულთან” შეთანხმებას მიაღწია, ამის შესახებ გამოცემა ESPN-ს კატალონიური კლუბის ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა.

წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ბრაზილიელი კარიერას “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში გააგრძელებს. “ბლაუგრანას” ეს ტრანსფერი 90 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელიც ბონუსების სახით, შესაძლოა, 120 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

“ბარსელონას” წინა შეთავაზება 80 მილიონი ევრო იყო, რომელიც მერსესაიდულმა კლუბმა დაბლოკა. როგორც ჩანს, ამჯერად კლუბებს შორის შეთანხმება მაინც შედგა თან იმის გათვალისწინებით, რომ თავად ფეხბურთელმა “ლივერპულს” თავისი სურვილს შესახებ ამცნო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში