მერსესაიდული “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, უახლოეს საათებში კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდეს, იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.
ამავე წყაროს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ტრანსფერის სისრულეში მსოაყვანად ლივერპულში ჩაფრინდნენ და ინგლისურ გუნდთან შეთანხმებას მიაღწიეს.
თუ Sport-ს დავუჯერებთ, ტრანსფერის ღირებულება 90 მილიონი ევროა, რომელსაც ბონუსებიც დაემატება. “ბარსას” ბრაზილიელი ფეხბურთელის წარდგენა ამ კვირაში სურს.


