workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: ”ფინალი ”რეალთან” ძალიან საინტერესო იქნებოდა”

სუბისარეტა: ”ფინალი ”რეალთან” ძალიან საინტერესო იქნებოდა”

როგორც Sport.es იუწყება, კატალონიის ”ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა არ გამორიცხავს, რომ ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი” შეხვდებნენ.

ესპანეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს ასეთი განცხადების გაკეთების საშუალებას აძლევს მისი გუნდის მიერ ესპანეთის თასის ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე ”ალმერია” მიიღეს და დაამარცხეს, ანგარიშით 5:0. საპასუხო მატჩი ”ალმერიასთან” ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

”უკვე დიდი ხანია, რაც საუბარი მიდის ჰიპოთეტურ ფინალზე ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის. თუმცა, თასის გათამაშებაში არ შეიძლება რამეში 100%-ით იყო დარწმუნებული. მაგრამ, ასეთი ფინალი ძალიან საინტერესო იქნებოდა.” – განაცხადა სუბისარეტამ.

შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშების მეორე ნახევარ-ფინალური შეხვედრა ”სევილიასა” და მადრიდის ”რეალს” შორის გაიმართა. მადრიდელებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 0:1 დაამარცხეს. საპასუხო მატჩი გუნდებს შორის მადრიდში გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში