კატალონიის “ბარსელონას” 23 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა, ჟერარ დეულოფეუმ, რომელმაც გუშინ გამპერის თასზე “შაპეკოენსესთან” (5:0) გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა, კომენტარი გააკეთა. დეულოფეუმ ასევე ისაუბრა მოახლოებულ “ელ კლასიკოზე”, რომელიც ესპანეთის სუპერთასის ეგიდით გაიმართება. იტყობინება, Marca.
“შაპეკოენსეს” ფეხბურთელები ნამდვილი გმირები არიან. ძნელია მომხდარი ტრაგედიის გახსენებისას ცრემლები შეიკავო.
მოედანზე ჩვენი ქმედებებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა უკვე შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ “რეალთანაც”, რომელსაც კვირას დავუპირისპირდებით. მესი? მასთან ერთად თამაში – ეს რაღაც განსაკუთრებულია. ვიმედოვნებ, აქ ასეთი კიდევ ბევრი დღე მექნება.” – განაცხადა, დეულოფეუმ.

დეუ მაგარიხარ
მე 2011 წლიდან ვამსგავსებ ;დ
ზამენისთვის კარგი ვარიანტია დეულოფეუ. მინირი და პაკო საერთოდ იშვიათი ეგზემპლიარები არიან, ბარსას ზამენაზეც კი რა უნდათ ასეთ ფეხბურთელებს ვერ ვხვდები. ჟერარდი ასე თუ ისე გმოაგვადგება. ნეიმარის შემცვლელს რაც შეეხება მე პირადად მბაპე მინდა ყველაზე მეტად, თუმცა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდიანრე მგონი დემბელეს მოყვანა ჯოიბა ბარსასთავის + კუოტინიო.
მომეწონა გუშინ ამის თამაში 1 გოლი 2 ასისტი პირველი მატჩისთვის კაია