MD: ფილიპე კოუტინიო ახლოვდება

MD: ფილიპე კოუტინიო ახლოვდება

“ბარსელონა” იმედოვნებს რომ დღეს ან ხვალ კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს და “ოპერაცია კოუტინიოს” ბოლომდე მიიყვანს.

კლუბის ხელმძღვანელები, რომლებიც ინგლისში უკვე ორჯერ გაემგზავრნენ, რამდენიმე საათში კიდევ გამართავენ მოლაპარაკებას. “ბარსელონამ” იცის, რომ ბრაზილიელის სანაცვლოდ ჯიბის გვარიანად დაცლა მოუწევს, მაგრამ მეორე მხრივ, წითლები ფეხბურთელის გაყიდვაზე თანახმა არიან. ახლა ეს უკვე ფინანსური შეთანხმების საკითხია.

კატალონიელთა დელეგაციას რაულ სანლეჰი უხელმძღვანელებს. თუმცა, როგორც Mundo Deportivo-სთვის ცნობილია, ბოლო რამდენიმე საათში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჟოზეპ მარია ბართომეუმაც. ნეიმარმა თავისი გამოსასყიდი თანხა 5 დღის წინ გადაიხადა და კლუბს სასწრაფოდ ჭირდება ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც მის დანაკლისს ოდნავ მაინც შეავსებს.

თავად კოუტინიოს სურვილი “ბარსელონაში” თამაშია და Sky Sports-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ კლუბები შეთანხმებას მალე მიაღწევენ. თავის მხრივ, კატალონიელების ბიუჯეტი 222 მილიონი ევროთი შეივსო და ეს რთული არ უნდა იყოს. მედიის ინფორმაციით, გუშინდელიდან დღემდე უნდა მიეღო კატალონიურ გრანდს დასახელებული თანხა ფრანგული ბანკიდან, რომელმაც ნეიმარის ტრანსფერში საშუამდგომლო როლი შეასრულა.

“ბარსელონას” ასევე უკავშირებენ თომას ლემარს, “მონაკოს” ახალგაზრდა ნახევარმცველს. L’Equipe კი იმასაც გვამცნობს, რომ კატალონიელები “ნიცას” ნახევარმცველს, სერის მიუბრუნდნენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (16)

  • lado-barca
    08 აგვ 2017, 18:23

    მალე მოდი

  • alen halilovic
    08 აგვ 2017, 12:56

    ციტატა: data10
    ცენტრალური ნახევარმცველია აუცილებლად მოსაყვანი,ბურტის ცენტრში დამჭერი


    ჩემი აზრით ტიაგო იდეალურია ხავის პოზიციაზე, მარა არავინ ფიქრობს მაგაზე სამწუხაროდ. რაკიტიჩს პოზიციურ შეტევაში კრეატიულობა აკლია. ისე გუშინ და რეალთანაც ბუსკეტსმა ისე კარგად ითამაშა, მგონი ცენტრში იმხელა პრობლემა აღარ იქნება

  • CoutinhO7.
    08 აგვ 2017, 12:50

    მალე რააა კოუუუუუუ triumph

  • sany
    08 აგვ 2017, 12:50

    ციტატა: Sandro_Cule19
    კოუტინიო სერი დემბელე მარტინესი მაგატი ტრანსფერებიგამოვა


    Shen rac chamotvale ori kaci mova mandedan upro vpikrob inigo da cou egec didi migweva ikneba amattvis

  • Sandro_Cule19
    08 აგვ 2017, 12:36

    კოუტინიო სერი დემბელე მარტინესი მაგატი ტრანსფერებიგამოვა

  • Guro messi
    08 აგვ 2017, 12:36

    აუცილებლად უნდა მოვიდეს 13-მდე

  • data10
    08 აგვ 2017, 12:21

    ცენტრალური ნახევარმცველია აუცილებლად მოსაყვანი,ბურტის ცენტრში დამჭერი

  • tsotne-cule
    08 აგვ 2017, 12:08

    სამშაბათს გაოფიციალურდებაო ხოითქვა ვითომ??? ერ თი ოღონ გაოფიციალურდეს და კვირას იყოს დდდდ

  • nika 54
    08 აგვ 2017, 11:57

    რა წერია აქ ახალი? კოუტინო მოახლოვდა? ეგ ერთი კვირის წინ წავიკითხეთ, მე მგონი გუშინ თუ დღეს უნდა წარედგინათ, ასე მახსოვს ორშაბათს ან სამშაბათო და არა მარტო მაგას დემბელესაც და იმ ვიღაც მარტინესსაც…
    ეხლა რას წერენ?: "თავად კოუტინიოს სურვილი "ბარსელონაში" თამაშია და Sky Sports-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ კლუბები შეთანხმებას მალე მიაღწევენ. თავის მხრივ, კატალონიელების ბიუჯეტი 222 მილიონი ევროთი შეივსო და ეს რთული არ უნდა იყოს. მედიის ინფორმაციით, გუშინდელიდან დღემდე უნდა მიეღო კატალონიურ გრანდს დასახელებული თანხა ფრანგული ბანკიდან, რომელმაც ნეიმარის ტრანსფერში საშუამდგომლო როლი შეასრულა.

    "ბარსელონას" ასევე უკავშირებენ თომას ლემარს, "მონაკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველს. L'Equipe კი იმასაც გვამცნობს, რომ კატალონიელები "ნიცას" ნახევარმცველს, სერის მიუბრუნდნენ."
    თურმე ნეიმარი გაუყიდიათ 222 მილიონად, ვააა იცოდით? ესენი გვეკაეფებიან….არავის მომყვანი ბართომეუ არ არის.

  • davidusi 2020
    08 აგვ 2017, 11:49

    კოუს ნამდვილად უნდა თამაში ბარსაში,ამისთვის თანახმა ხელფასის შემცირებაზე,ლივერპულის დიდი პატივცემის მიუხედავად, ბარსა ნამდვილად ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერ ფეხბურთელის კარიერაში

  • Carles16
    08 აგვ 2017, 11:17

    ციტატა: Beqa_barsaa
    Esxom neimaris shemcvlelia da isedac undaa sheevsot is adgili. Ise gamodis rom cels isev ver vadzkierebt gundds pu bliad raa da idic kide gaopicialurebuli araaa


    ეს ნახევარდაცვისთვის უნდათ. ნეიმარის ადგილას დემბელე მოვა დიდი ალბათობით :))

  • kot
    08 აგვ 2017, 11:09

    ციტატა: zura-barca
    კოუტინიო მირჩევნია ნეიმარს. ცანცარა მაინც არაა.დაღვინებული ბიჭია.დრიბლინგიც აქვს, კარშიც იდეალურად ურტყამს და ასევე ჯარიმებსაც. პასიც კარგი აქვს.რითი ჯობია ნეიმარი საინტერესოა


    მთლად ეგრეც არაა საქმე.მაგარია კოუტინიო მარა ნეიმარი ჯობია

  • kot
    08 აგვ 2017, 11:04

    ცოტა მარცხნივ აიღოს

  • KoCheQsa
    08 აგვ 2017, 10:55

    ციტატა: philipe coutinho
    Ebijoo mgoni movedii sabolood


    მალეე მოდიი

  • arakham
    08 აგვ 2017, 10:49

    მგონი გვეშველა

  • philipe coutinho
    08 აგვ 2017, 10:45

    Ebijoo mgoni movedii sabolood