მერსესაიდული “ლივერპულის” ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს კარიერის კატალონიის “ბარსელონაში” გაგრძელება სურს, იტყობინება ბრიტანული გამოცემა Sky Sports.
წყაროს ინფორმაციით, ინგლისელთა ბრაზილიელი ათიანი “ენფილდს” მხოლოდ “ბარსელონას” გამო დატოვებს, მან კატალონიელებს თანხმობა განუცხადა, დანარჩენი კი კლუბების გარიგებაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” “ბარსელონას” წინ, 72 მილიონ ფუნტიანი შემოთავაზება დაბლოკა, გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები ამჯერად 90-ს ჩამოდიან.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ კოუტინიომ მერსესაიდულ კლუბთან კონტრაქტი, 5 წლით, მიმდინარე წლის იანვარში გაახანგრძლივა.
