რუსული საფეხბურთო კლუბი “ამკარი”, Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გუნდის მაისურში გამოწყობილი ნეიმარის სურათს აქვეყნებს და ხუმრობით აცხადებს, რომ ბრაზილიელის “ბარსელონადან” გადაბირება მათაც სურდათ.
“ბევრმა არ იცის, რომ თავდასხმის ხაზის ნეიმარის ხარჯზე გაძლიერებას ჩვენც ვაპირებდით. თუმცა, გადავავლეთ რა თვალი ჩვენ ყოველწლიურ ბიუჯეტსა და ბრაზილიელის ტრანსფერის ღირებულებას, მივხვდით: მის შესაძენად თანხა 18 წლის განმავლობაში უნდა გვეგროვებიანა. ტრანსფერი ჩაიშალა.” – ასეთ მინაწერს უკეთებენ პერმელები ნეიმარის ფოტოს.
