მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერაო: “ბარსელონა “შაპეკოენსეს” ყველაზე მეტად დაეხმარა”

ფერაო: “ბარსელონა “შაპეკოენსეს” ყველაზე მეტად დაეხმარა”

კარლოს ვაგნერ გულარტე ფილიო, ცნობილი როგორც ფერაო, “ბარსელონასა” და “შაპეკოენსეს” მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.

“ბარსელონას” ფუტსალის გუნდის ვარსკვლავი და გასული სეზონის ბომბარდირი სწორედ ბრაზილიის ქალაქ შაპეკოშია დაბადებული და კლუბის ავიაკატასტროფაც, რომელმაც 71 ადამიანი შეიწირა, ძალიან განიცადა. ფერაომ განაცხადა, რომ “აზულგრანამ” სამხრეთ ამერიკულ კლუბს უდიდესი დახმარება გაუწია.

-თქვენ შაპეკოში დაიბადეთ და “შაპეკოენსეს” მატჩების ყურებაში გაიზარდეთ. როგორ მიიღეთ მომხდარი ტრაგედია?

– როცა ეს ყველაფერი მოხდა, არა მარტო მე, არამედ მთელი ქალაქი, მთელი ბრაზილია და მთელი მსოფლიო შოკში იყო და უმძიმესი დრო გვქონდა. მე ამ გუნდთან ერთად გავიზარდე, მამაჩემი თამაშობდა კიდეც “შაპეკოენსეში” და ამ კლუბს ძალიან ვაფასებ. ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხარო ამბავი იყო. ისინი ახლა წამოდგომას ცდილობენ და ვნახოთ რა გამოვა, მაგრამ ეს მცდელობაც დიდად მახარებს.

– ეს მაშინ მოხდა, როცა ისინი თავიანთი პირველი კოპა სუდამერიკანას ფინალის ჩასატარებლად მიდიოდნენ “ატლეტიკოს” წინააღმდეგ…

– ეს მაშინ მოხდა, როცა “შაპეკოენსეს” ისტორიაში საუკეთესო მომენტი იდგა. ჩვენს პატარა ქალაქში ყველა ყველას იცნობდა და იცნობს, მათ შორის ფეხბურთელებთანაც აქტიური კონტაქტი ქონდათ და ამ ტრაგედიამ ყველა შეძრა.

– ახლა ისინი ხელახლა ცდილობენ გუნდის შექმნას. რას ნიშნავს მათთვის “ბარსას” წინააღმდეგ თამაში?

– ვფიქრობ, ისინი გახარებულები უნდა იყვნენ. ამ გუნდთან თამაშზე ყველა ოცნებობს და მათთვის, რომლებიც ყველა თამაშს უყურებენ და უხარიათ, რომ მათი თანაქალაქელი ამ გუნდში ასპარეზობს და წარმოიდგენენ, თუ რას ნიშნავს აქ თამაში და ფეხბურთით სიამოვნების მიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დარწმუნებული ვარ, მთელი ქალაქი ახლა მხოლოდ გამპერის თასზე ლაპარაკობს.

– “შაპეს” დახმარების პროცესში “ბარსელონა” ძალიან აქტიურად იყო ჩაბმული. როგორ შეაფასებდით კლუბის მიერ გაწეულ სამსახურს?

– “ბარსა” ჩვენს კლუბს ნამდვილად ყველაზე მეტად დაეხმარა და ახლა ეს დიდ სიამოვნებას მგვრის. ვფიქრობ, ფეხბურთელები ბედნიერები იქნებიან, რომ ასეთი კლუბი დაეხმარათ და თანაც საშუალება მისცა, მათ წინააღმდეგ ეთამაშათ.

– ალბათ მატჩს “კამპ ნოუდან” ადევნებთ თვალყურს

– რა თქმა უნდა, ამ თამაშის გამოტოვებას არ ვაპირებ. მე მათი ტრაგედია მამაჩემის ამ კლუბთან კავშირის გამო განსაკუთრებულად განვიცადე, თუმცა, მეორე მხრივ, “ბარსელონასადმი” უდიდესი მადლიერების გრძნობა მაქვს. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ.

– როგორ ემზადებით მომდევნო სეზონისთვის?

– სეზონს დიდი იმედებით ვხვდებით და მის დაწყებამდე მოთმენაც გვიჭირს. გვინდა წინა სეზონის ფინალში “მოვისტარის” მიერ დატოვებული უარყოფითი გრძნობები მოვიშოროთ და ვფიქრობ კარგ ფორმაში ვართ. პრე სეზონის თვეში კარგად უნდა ვიმუშაოთ და მოვემზადოთ, რათა მნიშვნელოვან თამაშებს კარგ ფორმაში შევხვდეთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში