“ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” 222 მილიონ ევროდ გადასულმა ნეიმარმა იმ სურათზე ისაუბრა, რომელიც ჟერარ პიკემ, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მაშინ, როდესაც ნეიმარის მომავალი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო, ჟერარ პიკემ მასთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა წარწერით: “ის რჩება”.
თავად ნეიმარის თქმით, ის ამ სურათის გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო.
“იმ დროს ვისვენებდით და ერთად ვვახშმობდით. მას ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა, რადგან გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ მქონდა. ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. მან თავისი გრძნობები გამოხატა და მე მათ პატივს ვცემ.” – განაცხადა ნეიმარმა პსჟ-ს ფეხბურთელად პრეზენტაციის დროს.
