მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ობამეიანგმა დემბელეს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ “ბარსაში” თამაშზე ოცნებობს

ობამეიანგმა დემბელეს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ “ბარსაში” თამაშზე ოცნებობს

პიერ ემერიკ ობამეიანგმა ტვიტერზე დემბელეს ინტერვიუს ამსახველი ვიდეო გააზიარა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

გაბონელმა თავდამსხმელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც 2016 წლის თებერვალშია ჩაწერილი. 2 წუთიანი ვიდეო სრულდება ჟურნალისტის კითხვით თუ სად თამაშზე ოცნებობს დემბელე, ახალგაზრდა ფრანგი კი პასუხობს რომ მისი საოცნებო კლუბი “ბარსელონაა”.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ შემტევი ტრიოს მესამე წევრად სწორედ “ბორუსიას” ამომავალი ვარსკვლავი მოიაზრება და წყაროების თანახმად, “ბარსელონას” პრიორიტეტული მიზანი ამ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა.

პრესის ინფორმაციით, გერმანული კლუბი მზადაა მოლაპარაკებების დასაწყებად 100 მილიონი ევროს ფარგლებში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში