მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: “ნეიმარი? არ ვფიქრობ, რომ ის ძვირია”

მოურინიო: “ნეიმარი? არ ვფიქრობ, რომ ის ძვირია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლაზე ისაუბრა. პორტუგალიელის აზრით, ბოლოდროინდელი სატრანსფერო ფასებისა და ბრაზილიელის პოტენციალის გამო, ფეხბურთელში გადახდილი თანხა გადაჭარბებული არ არის.

“როცა პოლ პოგბაში დიდი თანხა გადავიხადეთ, მაშინაც ვთქვი, რომ ეს გადაჭარბებული არ იყო. გადაჭარბებული იმ ფეხბურთელების ფასია, რომელთა ღირებულებაც მათ თამაშის ხარისხთან შეუსაბამოა. არ ვფიქრობ, რომ 200 მილიონიანი ფეხბურთელი ზედმეტად ძვირია. ზედმეტად ძვირია 60, 80 და 100 მილიონიანი ფეხბურთელების უმრავლესობა. პრობლემა სწორედ ეს არის და არა მსოფლოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარი. ამას კომერციული უპირატესობაც აქვს და ვფიქრობ პარიზელებმა ამაზეც იფიქრეს. ჩემი აზრით, პრობლემა სწორედ ის შედეგები იქნება, რომლებიც ნეიმარის ტრანსფერს მოჰყვება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში