დემბელე “ბარსას” ფავორიტია

დემბელე “ბარსას” ფავორიტია

როგორც Mundo Deportivo “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კლუბი ნეიმარის შემცვლელს ეძებს და პრიორიტეტად უსმან დემბელეს განიხილავს. “ბორუსიას” შემტევი რობერტ ფერნანდესის ფავორიტია და მას ფრანგის შეძენა გასულ წელსაც სურდა. ახლა კი, როცა ნეიმარის წასვლით შეტევაში დიდი სიცარიელეა, დემბელე “ბარსელონას” მიზანი გახდა.

“ბლაუგრანა” ნეიმარის გამოსასყიდი თანხის მიღებას ელის, რათა დაასრულოს ფილიპე კოუტინიოს ოპერაცია. ტრანსფერის საქმე შესანიშნავად მიმდინარეობს – კლუბმა ფეხბურთელთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა და მერსესაიდელთა წარმომადგენლებსაც ორჯერ შეხვდა.

რაც შეეხება დემბელეს, ნეიმარის წასვლამდე ფრანგმა განაცხადა, რომ მიუხედავად თომას ტუხელის წასვლისა, ის მომდევნო სეზონსაც “ბორუსიაში” გაატარებდა. თუმცა, ბრაზილიელის წასვლამ უსმანს ის კარი გაუღო, რომელმაც მას შარშან კატალონიურ გრანდში გადაბარგების უფლება არ მისცა. ახლა, როცა “ბარსელონა” ეძებს შემტევს, რომელიც ადგილს დაიკავებს ერნესტო ვალვერდეს სასტარტო თერთმეტეულში, დემბელე ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, თუ გავითვალისწინებთ მის ასაკსაც, მხოლოდ და მხოლოდ 20 წელი. რობერტ ფერნანდესი მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მას ენდობა.

სტატიაში იმასაც ვკითხულობთ, რომ ფერნანდესი უკვე დაუკავშირდა დემბელესა და მის გარემოცვას. პრესისთვის ისიც ცნობილია, რომ იგი ფეხბურთელთან კავშირს აქამდეც ინარჩუნებდა. კლუბი ყველაფერს გააკეთებს, რომ ნეიმარის ადგილი ღირსეულად შეავსოს და რობერტისა და მისი კოლეგების აზრით, დემბელე ამის შესანიშნავი ვარიანტია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია