როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგა ნეიმარის ტრანსფერის დროებით დაბლოკვას აპირებდა, მაგრამ როგორც ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის კომენტარიდან ირკვევა, ეს ორგანიზაცია საერთოდ არ აპირებს “პარი სენ-ჟერმენს” ბრაზილიელის დამატების უფლება მისცეს.
“მართალია, პსჟ-ს გამოსასყიდი თანხა ჯერ არ გადაუხდია, მაგრამ ჩვენ ამ ტრანსფერს გავაუქმებთ. ჩვენ პსჟ-ს პრეზიდენტს ადრე ვაცნობეთ, რას ვაპირებდით, მაგრამ პარიზელები იგივე მიმართლებით მოქმედებას განაგრძობენ. მათ არ შეუძლიათ ისეთ თანხები გადაიხადონ, რომელთა მიხედვითაც, ამ გუნდის კომერციული უფლებები “რეალისა” და “ბარსელონასას” აღემატება. ამის არავის სჯერა.”
