საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ”, ნეიმარ ჟუნიორთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.
“ფეხბურთელმა ნეიმარ ჟუნიორმა, მის მამასთან და აგენტთან ერთად, “ბარსელონას” დღეს დილით აცნობა, რომ კლუბის დატოვება სურს. შეხვედრა კლუბის ოფისში გაიმართა. ჩვენმა კლუბმა, თავის მხრივ, მხარეს აცნობა, რომ არსებული კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 222 მილიონი ევროა და საჭიროა ამ თანხის სრულად გადახდა.
ლოიალობის ბონუსთან დაკავშირებით კი კლუბმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს თანხა სანოტარო ანგარიშზე დარჩება მანამ, სანამ საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება.
ნეიმარს “ბარსელონასთან” კონტრაქტი კვლავ აკავშირებს, მაგრამ დროებითი ნებართვით, ის ვარჯიშებში მონაწილეობას არ მიიღებს.”
