25 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს, ნეიმარს სურს, რომ “ბარსელონას” მაისურით კიდევ ერთხელ, 7 აგვისტოს, “შაპეკოენსეს” წინააღმდეგ ითამაშოს.
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნეიმარს “ბარსელონადან” წასვლის სურვილი აქვს. არაოფიციალური ინფორმაციით, ის პარიზში დღეს ან ხვალ გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელი კი ის შაბათს, 5 აგვისტოს გახდება.
ესპანელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარმა სურვილი გამოთქვა, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, “ბარსელონას” მაისურით კიდევ ერთხელ ითამაშოს – 7 აგვისტოს, გამპერის თასზე, “შაპეკოენსეს” წინააღმდეგ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, “ბარსელონამ” ფეხბურთელს ამის უფლება მისცეს.
