“ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა სიახლე, რომელიც ადასტურეს, რომ ნეიმარმა კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა.
სიახლეში, რომელიც დღევანდელ ვარჯიშს ეძღვნება, ვკითხულობთ: “დილის ვარჯიშის დაწყებამდე ნეიმარმა გვაცნობა, რომ ჩვენ კლუბში თამაშს აღარ აპირებს და აქედან გამომდინარე, მას ვარჯიშის გაცდენისა და საკუთარ მომავალზე ზრუნვის უფლება მივეცით.”
