მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაულო დიბალა დარწმუნებული არაა, რომ “ბარსელონაში” გადასვლა სურს

პაულო დიბალა დარწმუნებული არაა, რომ “ბარსელონაში” გადასვლა სურს

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა დარწმუნებული არაა, რომ მას კარიერის კატალონიის “ბარსელონაში” გაგრძელება სურს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელს კარგად არ ესმის, თუ რა როლი მიენიჭება მას კატალონიურ კლუბში. საქმე ისაა, რომ მისი თამაშის სტილი მეისსას უფრო ჰგავს, ვიდრე ნეიმარისას და ის თანამემამულის შემადგენლობიდან ამოგდებას ვერ მოახერხებს.

“ბარსელონა” ფეხბურთელის წარმომადგენლებს ჯერ არ დაკავშირებია, რადგან კლუბის მესვეურები დარწმუნებულები არ არიან, რომ დიბალას ესპანეთში გადასვლა სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსსა” და დიბალას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, “ბარსელონას” შეუძლია ფეხბურთელი 120 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში