ნეიმარი მზადაა, რომ “ბარსელონა” დატოვოს და “პსჟ-ში” გადავიდეს. ბრაზილიელის სატრანსფერო საგა “ბარსამ” შეიძლება ვერატის შესაძენად გამოიყენოს.
პარიზულ კლუბს კატალონიელებთან მოლაპარაკება სურს, რამეთუ ნეიმარის საფასური – 222 მილიონი ევრო – შესაძლოა გაიზარდოს და საბოლოოდ 300 მილიონი ევრო შეადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა” მზადაა, უჩივლოს პარიზელებს, ფინანსური fair play-ის დარღვევის შემთხვევაში, კლუბს ეძლევა შესაძლებლობა, რომ “პსჟ-სთან” შეთანხმებას მიაღწიოს. თუ “პსჟ” ნეიმარის ტრანსფერში ვერატის ჩართავს და მას კატალონიელებს მიჰყიდის, მაშინ “ბარსელონა”, სავარაუდოდ, შეამცირებს ბრაზილიელის ფასს.
