“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ფილიპე კოუტინიო მერსესაიდულ კლუბს არ დატოვებს.
“თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კოუტინიო არ იყიდება, როგორ შეიძლება კიდევ ამის ინტერპრეტირება?
სიტყვა “არა” ნიშნავს, რომ აქ არაფერია ასახსნელი. არანაირი სიახლე არაა.” – განაცხადა კლოპმა.
ინგლისელებმა ადრე “ბარსელონას” 72 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება უარით გაისტუმრეს.


