საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა გუშინ. ნეიმარის მამა, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის აგენტია, “ბარსელონას” წარმომადგენლებს ბრაზილიელის შესაძლო ტრანსფერის განსახილველად დაუკავშირდა.
საქმე კი იმაშია, რომ Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, უფროსმა ნეიმარმა კლუბს აცნობა, რომ მის შვილს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია და კლუბის დატოვებაზე ჯერ კიდევ ყოყმანობს. შესაბამისად, პსჟ-სთვის ჯერ კიდევ არ უთქვამს თანხმობა.
“ბარსელონას” ხელმძღვანელებს კი მისი არ სჯერათ, რადგან მათი ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე თითქმის გადაწყვეტილია და ახლა წინ მხოლოდ ფინანსური ფეარ ფლეის გვერდის ავლაღა დარჩა. მიუხედავად ამისა, ჯერ ფეხბურთელს თავის მომავალზე არც კატალონიელებთან და არც მედიასთან არ უსაუბრია.
