Don Balon ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონა” “არსენალის” ნახევარმცველის, მესუთ იოზილის შეძენაზე მუშაობს.
იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელებმა ფილიპე კოუტინიოს გადმობირება ვერ შეძლეს, ისინი, დიდი ალბათობით, გერმანელ ფეხბურთელს მიუბრუნდებიან.
იოზილი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და სავარაუდოდ, ევროპა ლიგაზე თამაშს “ბარსელონაში” გადმოსვლას ამჯობინებს, თანაც მისი გუნდი მომავალ სეზონში დიდი ალბათობით ასევე ერთ-ერთი ლიდერის ალექსის სანჩესის გარეშე დარჩება.
კატალონიელები იმედოვნებენ, რომ გერმანელს კოუტინიოსთან შედარებით უფრო დაბალ ფასად შეიძენენ და თავდაპირველად 60 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ.

