მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელები შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ

“ბარსელონას” ფეხბურთელები შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” ფეხბურთელები ნეიმარის გარშემო შექმნილი ვითარებით დაიღალნენ და ბრაზილიელისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.

ნეიმარის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ თავად ფეხბურთელს საჯაროდ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, რაც “ბარსელონას” გაურკვეველ სიტუაციაში აყენებს.

ბრაზილიელის თანაგუნდელებს სურთ, რომ ის კატალონიაში დარჩეს, მაგრამ მათ ასევე სურთ, რომ გაურკვევლობას ბოლო მოეღოს და “ბარსამ” ჩვეულ რეჟიმში მუშაობა განაგრძოს. სწორედ ამიტომ, მათ უნდათ, რომ თავისი პოზიცია ნეიმარმა ღიად დააფიქსიროს.

ცოტა ხნის წინ, ნეიმარს კომენტარის გაკეთებისკენ გუნდის კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ მოუწოდა.

იხილეთ ასევე: ანდრეს ინეისტა: “დროა, ნეიმარმა ხმა ამოიღოს”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში