მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგუ მოტა: “ნეიმარისთვის “ბარსელონაში” დარჩენა უფრო ადვილია”

ტიაგუ მოტა: “ნეიმარისთვის “ბარსელონაში” დარჩენა უფრო ადვილია”

“პარი სენ ჟერმენის” წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველი ტიაგუ მოტა პარიზულ კლუბში ნეიმარის შესაძლო გადასვლაზე საუბრობს.

“სჯობს, ეს კითხვები კლუბის სპორტულ დირექტორსა და პრეზიდენტს დაუსვათ. გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული იქნება.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ნეიმარისთვის გაცილებით ადვილია “ბარსელონაში” დარჩეს. თუმცა, ზოგჯერ, რთული გადაწყვეტილების მიღება გიწევს.

ვფიქრობ, ნეიმარს ჰყავს გარემოცვა, რომელსაც შეუძლია მას რჩევა მიsცეს. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს მან პირადად უნდა გადაწყვიტოს.

ნეიმარისთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ ზრდა განაგრძოს. როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, მას გულთბილად მივიღებთ.” – ციტირებს მოტას სიტყვებს ESPN.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში