მოგეხსენებათ, რომ ამ ზაფხულს კატალონიის “ბარსელონამ” “ევერტონიდან” ჟერარ დეულოფეუ დაიბრუნა, რომლის სანაცვლოდაც მერსესაიდულ კლუბს 12 მილიონი ევრო დაუთმო.
ვინგერმა, რომელიც ამერიკულ წინასასეზონო ტურნეზე ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა, კლუბთან 2019 წლამდე გათვალისწინებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელშიც მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროს ოდენობითაა.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ იმ დონის ფეხბურთელისათვის, როგორიც დეულოფეუა, ეს თანხა ძალიან ცოტაა და “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ესპანელთან კონტრაქტის განახლება სურთ.


