მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროს პრესა აქტიურად წერს კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარ ჟუნიორის “პარი სენ-ჟერმენში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ.
“ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო ფიქრი 25 წლის ბრაზილიელის შემცვლელზე. Sky Sports-ის ინფორმაციით, კატალონიელებმა ნეიმარის შემცვლის 3 კანდიდატი პრემიერ ლიგაში იპოვეს, ესენია: ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”), დელე ალი (“ტოტენჰემი”) და ედენ აზარი (“ჩელსი”).
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონამ” მოლაპარაკებები დაიწყო “მონაკოს” ახალგაზრდა ფრანგ ფორვარდ კილიან მბაპეს ტრანსფერზე, რომელიც ასევე ბრაზილიელის შემცვლელად მოიაზრება.



