“ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ კატალონიელთა ყოფილი ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის სიტყვებს გამოეხმაურა, რომლებიც კლუბის აღზრდილებს ეხებოდა.
“ჩავიმ “ბარსელონა” იმის გამო გააკრიტიკა, რომ ახლა არც ისე ბევრი აღზრდილი ხვდება ძირითად გუნდში, როგორც ის, ინიესტა ან მესი? პრობლემა თავად ჩავიში, ინიესტაში, მესისა და სხვა მოთამაშეებში მდგომარეობს. რთულია ძირითად გუნდში მოხვედრა, როდესაც იქ ისეთი ფეხბურთელებია, როგორებიცაა მესი, ნეიმარი, ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი ან პიკე. ჩავი “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში 15 წლის მანძილზე თამაშობდა, ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროს 15 მოთამაშეს უნდა დაეტოვებინა კლუბი. ასეთივე სიტუაციაა ინიესტასთან, რომელიც უკვე 16 თუ 17 წელია კლუბშია. ვინ გახდება ახალი მესი? შესაძლებელია, სხვა მოთამაშეებს შესძლებოდათ ასეთი გამხდარიყვნენ, მაგრამ ამისთვის თავად ლიონელი არ უნდა იყოს გუნდში, სხვაგვარად შეუძლებელია. ჩავიმ თავად შექმნა ეს პრობლემა. მან და სხვა მოთამაშეებმა.” – ციტირებს ბართომეუს New York Times.


