მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდეს “იუნაიტედთან” დაპირისპირება არ სურს

ვალვერდეს “იუნაიტედთან” დაპირისპირება არ სურს

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდზე ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა “იუნაიტედი” 1-0 დაამარცხეს, ვალვერდე მაინც თვლის, რომ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდისთვის ყველაზე რთული მეტოქეები სწორედ წითელი ეშმაკები იქნებიან.

“მართალია ბოლო დროს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში “მანჩესტერი” კარგად ვერ გამოიყურებოდა, თუმცა მათ ევროპა ლიგის მოგება შეძლეს და ჩემი აზრით, ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ შემდეგ სეზონში ეს გუნდი ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩავთვალოთ. “მანჩესტერის” დამარცხება რთული იქნება როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაშიც. მე არ მინდა, რომ “ბარსელონა” მომდევნო სეზონში “იუნაიტედს” გადაეყაროს,” – განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში