ანდრია ტრავერსო, უეფას ფინანსური ფეირ-პლეის წესების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ნეიმარის პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერს განიხილავს.
ტრავერსოსთვის ტყუილია, რომ ყველა გუნდს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც “მანჩესტერ სიტი” და პსჟ აკეთებენ.
“ეს გუნდები იცავენ შეთანხმებას, რომელიც ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევის შესახებ გამოძიების შემდეგ დაიდო. მათ უდიდესი შემოსავალი აქვთ, თუმცა წესები ყველასთვის ერთია! თუ კლუბი ვინმეს გაიფორმებს, გარწმუნებთ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ყველანაირი გამოთვლა წესებს ექვემდებარება.”



