კრუიფი:”ალვეშის წასვლა არ იქნება დიდი დანაკლისი “ბარსასთვის”

კრუიფი:”ალვეშის წასვლა არ იქნება დიდი დანაკლისი “ბარსასთვის”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა, ისაუბრა დანიელ ალვესის კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით. ჰოლანდიელის თქმით, მისი წასვლა არ იქნება დიდი დანაკლისი “ბარსელონასთვის”. ბრაზილიელი ფეხბურთელი არა და არ აწერს ახალ კონტრაქტს ხელს. გავრცელდა ხმები, რომ მას შემოთავაზება აქვს “მანჩესტერ სიტისგან”:

მე ვფიქრობ, რომ ალვეშის წასვლა არ იქნება დიდი პრობლემა პეპ გვარდიოლასთვის. ყველაზე კარგი შანსი მისი წასვლისა იქნება, როდესაც ერთი წლის შემდეგ მას თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება. ფაქტია, რომ “ბარსა” საუკეთესო კლუბია, როგორც ალვეშთან ერთად, ისე მის გარეშე. თუ მართლა მოუვიდა მას წინადადება “სიტისგან”, არაფერია საფიქრალი. გაიყიდება იგი და დაისმება საბოლოო წერტილი. მადლობა უნდა გადავუხადოთ მას, ვუსურვოთ ყველაფერი საუკეთესო და დავემშვიდობოთ,” დაასრულა კრუიფმა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი