რთული მისია პრიმერასა და თასის გათამაშებაში

რთული მისია პრიმერასა და თასის გათამაშებაში

”რასინგთან” მატჩის შემდეგ ”ბარსელონას” ფეხბურთელებმა ერთი დღე იუქმეს. დასვენება აუცილებელი იყო, რადგან მომდევნო 12 დღის განმავლობაში კლუბს 4 ურთულესი დავალება აქვს შესასრულებელი.

თასის ნახევარფინალი

შემდეგ მატჩს ”ბარსა” ოთხშაბათს, ”კამპ ნოუზე” გამართავს (თბილისის დროით მატჩი ხუთშაბათს, ღამის 01:00 საათზე გაიმართება). ეს იქნება სამეფო თასის ნახევარ-ფინალური ეტაპის პირველი შეჯახება ”ალმერიასთან”. გვარდიოლამ გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა გუნდმა ფინალისკენ წარმატებული ნაბიჯები გადადგას. საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

ერთადერთი ”გულის დამწყვეტი”

 პრიმერას ფარგლებში, კატალონიელებს შემდეგი შეხვედრა მოუწევთ იმ ”ერთადერთ” გუნდთან , ვინც მიმდინარე სეზონში მათი დამარცხება შეძლო. მეორე ტურში ”ერკულესმა” ”კამპ ნოუზე” მოიპოვა გამარჯვება (0-2). გვარდიოლამ ამ მატჩს ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში უწოდა. მარათონი ”კამპ ნოუზე” ”ატლეტიკოსთან” შეჯახებით დასრულდება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი