“ბარსელონას” სარეზერვო გუნდის მეკარე, ხოსე აურელიო სუარესი პრიმერას ახალწვეულის, “ჟირონას” მოთამაშე გახდა. ამ ინფორმაციას “ჟირონას” ოფიციალური საიტი ავრცელებს.
21 წლის გოლკიპერი ესპანურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სუარესი 2013/14 სეზონის უეფას ახალგაზრდული ლიგის გამარჯვებულია.
