“ლივერპულის” ათიანი, ფილიპე კოუტინიო პსჟ-ს ინტერესთა სფეროში მოექცა. მას შემდეგ, რაც გუშინ ვერატის ინტერვიუ გავრცელდა, მისი გაფორმება ყველას თითქმის შეუძლებლად მიაჩნია. ამიტომ, შესაძლოა “ბარსელონაც” ბრაზილიელ ფეხბურთელზე გადაერთოდ, რაც ნიშნავს, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე ამ ორი კლუბის გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთება.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებს კოუტინიოს შეძენაც სურთ და კილიან მბაპეს გასაფორმებლადაც იბრძოლებენ. მინიმუმ 90 მილიონიანი ტრანსფერი პსჟ-ს ძალიან გააძლიერებს, თუმცა მას შემდეგ, რაც მარკო ვერატის ტრანსფერი თითქმის გამორიცხული გახდა, ნახევარდაცვის “ლივერპულელი” ფეხბურთელის ხარჯზე გაძლიერებაზე კატალონიელებიც არ იტყვიან უარს.
მედიისთვის კი ცნობილია კოუტინიოს დამოკიდებულება “ბარსელონას” მიმართ – ნეიმარის მეგობარი ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით თამაშზე თანახმაა. პრესაში კი ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ფეხბურთელი პარიზელთა შეთავაზებაზე.
კოუტინიოს ამჟამინდელი კონტრაქტი “ლივერპულთან” 2022 წლამდე აკავშირებს.



