როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელებულმა ვიდეომ, ვერატის ტრანსფერის ალბათობა ძალიან შეამცირა. მის ერთ-ერთ უმთავრეს ალტერნატივად “ნიცას” ნახევარმცველი – სერი განიხილებოდა. თუმცა, Marca-ს ინფორმაციით, კატალონიელებისთვის არც კოტ დ’იუარელი ფეხბურთელის ყიდვა იქნება მარტივი.
აღნიშნული ინფორმაცია ფავრემ, “ნიცას” მთავარმა მწვრთნელმა გაავრცელა: “სერი რჩება და ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. ჩვენ უკვე 4 სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელი გავუშვით და ამ შეცდომას აღარ გავიმეორებთ, რადგან მათი ჩანაცვლება ძალიან რთულია.”
