“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ კლუბის სატრანსფერო საქმეებზე ისაუბრა.
“ახლა მხოლოდ ივლისის დასაწყისია, წინ ჩვენ სატრანსფერო ბაზრის 60 დღე გველოდება და დღესდღეობით “ბარსას” არცერთი მოთამაშე იყიდება. გვსურს ორი ან სამი ფეხბურთელის გაფორმება, მე ამაზე ადრე ვისაუბრე და “ბარსელონა ბ”-დან პირველ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელის გადაყვანა, ასე რომ, რა თქმა უნდა, გუნდში მსხვერპლები იქნება. მაგრამ დღესდღეობით ყველა მოთამაშე ხელშეუხებელია.” – ციტირებს პრეზიდენტს Mundo Deportivo.



