მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სებალიოსმა “რეალი” აირჩია

სებალიოსმა “რეალი” აირჩია

“ბეტისის” ნახევარმცველმა, დანიელ სებალიოსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარიერა “რეალში” გააგრძელოს, იტყობინება AS.

მადრიდულ კლუბში 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას ან ორშაბათს დადასტურდეს.

სებალიოსზე კიდევ ერთი პრეტენდენტი “ბარსელონა” იყო. თუმცა, “რეალმა” ხუთშაბათს ახალგაზრდა მოთამაშეს მოუწოდა, რომ თავისი მომავალი გადაეწყვიტა და ულტიმატუმი წაუყენა. სებალიოსმა განაცხადა, რომ მხოლოდ “რეალში” თამაში სურს და ახლა ესპანელის წარმომადგენლები “სამეფო კლუბთან” მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მადრიდელები ნახევარმცველს პირველ გუნდში ადგილის გარანტიას აძლევენ და მასთან 5-6 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში