Sport:
ბართომეუს ინტერვიუ.
“ბარსა” მსოფლიოში შურს აღძრავს.”
“მარკო ვერატის გაფორმება გვსურს, “ბარსელონასკენ” იტალიელიც მიისწრაფვის, მაგრამ პსჟ-მ გვითხრა, რომ ის კლუბს არ დატოვებს.”
“ერიკ გარსიას წასვლამ განაპირობა, რომ პეპ სეგურას კლუბში სრული კონტროლი გადაეცა.”
“როსელთან არავითარი პროვოკაციული ჩანაწერი არ არსებობს. მშვიდად ვარ.”
“გუანჩჟოუსთან” შეთანხმება არ შემდგარა. ჩინური კლუბი პაულინიოს სანაცვლოდ მიღებულ წინადადებაზე უარს ამბობს.

Mundo Deportivo:
ბართომეუს ინტერვიუ.
ახალი კონტრაქტი მესის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად აქცევს.
დარწმუნებულია, რომ არ გადადგება და აღნიშნავს, რომ ვერატის “ბარსელონაში” გადმოსვლა სურს, მაგრამ პსჟ მოლაპარაკების გამართვას არ გეგმავს.
მესიმ თქვა: “დარჩენა მსურს, მამაჩემს დაელაპარაკეთ.”
35 მილიონი ევრო რობერტოს სანაცვლოდ, ხოლო 45 – გომეშის. ორივე წინადადება უარყოფილია.
იერი მინამ, შესაძლოა, ტრანსფერი დააჩქაროს.

ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ მოვა ვერატი!
მინა სებალიოსი მაინც მოიყვანეთ არადა ვერატიც გვჭირდება და მარჯვენა მცველიც აუცილებლად