მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” კიდევ ერთ ამომავალ ვარსკვლავს კარგავს?

“ბარსელონა” კიდევ ერთ ამომავალ ვარსკვლავს კარგავს?

როგორც ჩანს, “ბარსელონაში” წინა კვირას მიღებული გაკვეთილი ვერ ისწავლეს და კლუბი კიდევ ერთი ტალანტის დაკარგვასთან ახლოსაა. Sport-ის ინფორმაციით, ეს ორიოლ ბუსკეტსია – “ლა მასიის” ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედი.

ფეხბურთელს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2018 წელს უმთავრდება და წინა კვირაში მას “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა არ დაკონტაქტებია. პრესისთვის კი ცნობილია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს უკვე დაუკავშირდნენ ინგლისური კლუბები, რომლებიც ურჩევენ, კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.

მას შემდეგ, რაც პეპ სეგურამ გენერალური მენეჯერის ადგილი დაიკავა, მან შეხვედრა გამართა ბუსკეტსთან და მის აგენტთან, რომლებსაც აცნობა, რომ ახალგაზრდა ტალანტი მომავალ სეზონსაც “ბარსელონა ბ”-ს შემადგენლობაში დაიწყებს, ახალი კონტრაქტის გარეშე და რამდენიმე მსურველი კლუბის ფონზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში