როგორც კატალონიური “სპორტი” იტყობინება “ბარსელონას” ლიდერს, ლეო მესის შესაძლოა სანქცია დაეკისროს იმის გამო, რომ მან მაისური აიწია და ყველას ანახა თავისი დედისადმი დაბადებისდღის მილოცვა.
ადრე ასეთი ფაქტი “ლა ლიგაში” დაფიქსირებულა და ფეხბურთელი დასჯილი იქნა. ჯერ ჯერობით სანქცია როგორი სახის იქნება არ არის ცნობილი, ან საერთოდ დაეკისრება თუ არა ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ საშიშროება იმისა არსებობს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის კომიტეტმა რაღაც “თავისებური” სანქცია განუწესოს არგენტინელ ვარსსკვლავს ლეო მესის.
